“კულტურის სამინისტროს საყურადღებოდ (ლელოსთან მიმართებაში): ,,მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო. მართლა რომ მეტისმეტი რამ ყოფილა ეს დღეობა: აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრელებსა და გურულებს… ნაშუადღევის 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა ჯიმშედ ბერეჟიანის არტელიდან, დაერიენ მეგრელებს და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: ” დევიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო”. (”კვალი”, 1897 წ. N 20).
ფოტოზე ლანჩხუთელი ლელოს მოთამაშენი, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან
ირაკლი მახარაძე