მიუხედავად იმისა, რომ სუპერმდიდრებს იმაზე მეტი ფული აქვთ, ვიდრე ყველა ჩვენგანის უმეტესობას შეუძლია იოცნებოს, ყველა მათგანი ფუფუნებაში არ დაბადებულა.
უფრო მეტიც, მათ ბავშვობა სიღატაკეში გაატარეს, ნაწილს მშობლები გვერდით არც ჰყოლიათ, ნაწილი კი საკვებზე ოცნებობდა.
ჯ.კ როულინგი: 1 მილიარდი
მსოფლიოში პირველმა მწერალმა მილიარდერმა ჯ.კ.როულინგმა თავისი უზარმაზარი ქონება “ჰარი პოტერის“ წიგნების სერიის გამოშვებით დააგროვა. 1997 წელს მისი პირველი რომანის გამოქვეყნებამდე, დედის გარდაცვალებისა და განქორწინების შემდეგ, როულინგი სიღარიბეში ცხოვრობდა.
მარტოხელა მშობელი სოციალური დაზღვევისგან კვირაში მხოლოდ 93 დოლარს იღებდა. მოგვიანებით მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ღატაკი იყო, ხანდახან არ იცოდა ყოველდღიური ლუკმა საიდან მოეპოვებინა.
ეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც „ჰარი პოტერი“ მსოფლიო სენსაციად იქცა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია ფრენჩაიზია შექმნა და როულინგი მილიარდერად აქცია.
დევიდ მერდოკი: 2,3 მილიარდი დოლარი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დევიდ მერდოკი უსახლკაროთა რიგებში აღმოჩნდა, ჯიბეში კი მხოლოდ ერთი დოლარი ედო.
გაჭირვებიდან თავის დასახსნელად მერდოკმა დეტროიტის სასადილოს შესაძენად “კეთილი სამარიტელისგან“ 1200 დოლარი ისესხა მოგვიანებით კი 700 დოლრის მოგებით გაყიდა.
მერდოკმა შემოსავალით ავტომობილი შეიძინა და უძრავი ქონების კომპანიის ხელში ჩასაგდებად, რომელშიც Dole Foods Co -ში შედის, არიზონაში გაემგზავრა.
ოპრა უინფრი: 2,6 მილიარდი დოლარი
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის, ოპრა უინფრის ცხოვრება რთულად დაიწყო. იგი მისისიპში, ღარიბ ოჯახში დაიბადა სადაც მასზე გამუდმებით ძალადობდნენ. 19 წლის ასაკში ოპრა გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ტელეკორესპონდენტი შტატში და საკუთარი შოუ მიჰყავდა. გამოსცა ჟურნალი და საკუთარი ქსელი გახსნა.
ჰოვარდ შულცი: 4,3 მილიარდი დოლარი
Starbucks-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჰოვარდ შულცი ბრუკლინში მდებარე კომპლექსში გაიზარდა, სადაც კრიმინალი ყვაოდა. მისი ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ შულცმა ერთხელ ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს საკუთარი სისხლი გაყიდა.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სანამ ევროპული სახლების გაუმჯობესების კომპანიას შეუერთდებოდა, გამყიდველად მუშაობდა. მისი ერთ-ერთი კლიენტი იყო სიეტლში ნაკლებად ცნობილი ყავის მაღაზია სახელად Starbucks. მალევე, შულცმა განავითარა ბიზნესი, რომელიც ყავის გლობალურ ქსელში გადაიზარდა.
როკო კომისო: 6,6 მილიარდი დოლარი
როკო კომისო 12 წლის ასაკში იტალიიდან ნიუ-იორკში ემიგრაციაში წავიდა, სადაც მის ოჯახს განსაკუთრებულ სიღარიბესთან უწევდა გამკლავება. გავრცელებული ინფორმაციით, აკორდეონზე დაკვრის უნარის გამო, მან კარგ სკოლაში ჩააბარა, მოგვიანებით კი სრული დაფინანსებაც მოიპოვა. ამან მას კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის საშუალება მისცა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიღების შემდეგ როკომ მუშაობა Chase Manhattan Bank-ში დაიწყო, რომელიც ახლა JP Morgan Chase-ის სახელით არის ცნობილი, შემდეგ კი 1995 წელს საკაბელო კომპანია Mediacom დააარსა.
ჯორჯ სოროსი: 8,6 მილიარდი დოლარი
ჯორჯ სოროსს მისმა ლეგენდარულმა ვაჭრობამ მილიარდები მოუტანა. მაგრამ წარმატებისკენ მიმავალი გზა ჰეჯ-ფონდის მაგნატი ჯორჯ სოროსისთვის ადვილი არ იყო.
როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, იმისთვის, რომ უნგრეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს ფიზიკურად გადარჩენილიყო, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს თავი მოანათლინა.
1940-იანი წლების ბოლოს გაიქცა ლონდონში, სადაც რკინიგზაზე მიმტანად მუშაობდა, პარალელურად კი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა.
რომან აბრამოვიჩი: 13,5 მილიარდი დოლარი
აბრამოვიჩი სამხრეთ რუსეთში, სიღარიბეში დაიბადა. იგი მრავალშვილიან ოჯახში აღიზარდა, 2 წლის ასაკში კი დაობლდა. სკოლის დატოვების შემდეგ მან პირველ მეუღლესთან, ოლგა ლისოვასთან ერთად დააარსა სათამაშოების საკუთარი კომპანია, შემდეგ კი ნავთობის ბიზნესით დაკავდა.
ფრანსუა პინო: 47,4 მილიარდი დოლარი
მისი ოჯახი ახლა 47,4 მილიარდი დოლარის მფლობელია, მაგრამ ბიზნესმენმა ფრანსუა პინომ მოზარდობაში ოჯახის უზრუნველსაყოფად სკოლა მიატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მაგნატს სიღარიბის გამო იმდენად აბუჩად იგდებდნენ, რომ ფინანსების მოსაგროვებლად ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა, რამაც მისი ბიზნესუნარები განავითარა.
ფრანსუამ დააარსა მოდის კონგლომერატი Kering, რომელიც ახლა ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა Gucci, Yves Saint Laurent და Alexander McQueen.
ამანსიო ორტეგა: 68,5 მილიარდი დოლარი
ორტეგამ შექმნა სწრაფი მოდის გიგანტი Zara და 2015 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც იყო. თუმცა ამანსიო ორტეგას თავისი მილიარდებისთვის ბრძოლა მოუწია.
გავრცელებული ინფორმაციით, მაგნატს ესპანეთში, ომის შემდგომ პერიოდში საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება. მამის შემოსავალი კი ხშირად ვერ ფარავდა ყოველთვიურ საკვებს. ორტეგამ დაახლოებით 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და ოჯახის დასახმარებლად მუშაობა დაიწყო.
(წყარო – lovemoney.com)
bpn.ge