სოფლის მასწავლებლები გურიაში

ფოტოზე ისიდორე რამიშვილი (1859-1937) ცნობილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი – 1887 წელს დაარსა სკოლა სურებში და მოკლედ, რომ ვთქვათ დიდი საგანმანათლებლო ღვაწლი აქვს არამარტო გურიის არამედ ზოგადად საქართველოს სახალხო განათლებაში, ისიდორე რამიშვილი დახვირიტეს 1937 წელს.
.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცეს დასაწყისის გურიაში ყველაზე ღიშესანიშნავი ადამიანები ჩემი აზრით იყვნენ სოფლის მასწავლებლები. რომლებიც თავიანთი სახსრების, ჯანმრთელობისა და სიციხლის ხარჯზე ეწოდნენ საგანმანათლებლო საქმიანობას, სწორედ ამ ხალხის საქმიანობამ შეცვალა რადიკალურად გურიის კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ამ ხალხის შემწეობით გურიაში თითქმის ყველა სოფელში იყო სკოლა და ბიბლიოთეკა, დგამდნენ სპექტაკლებს, აწყობდნენ საქველმოქმედო საღამოებს და ა.შ..
.
ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი ის, რომ ზემოხსენებულისაგან განსხვავებით ძალიან ბევრი ფირალობას მიიჩნევს გურიის წარსულის (მეცხრამეტე საუკუნის და მეოცეს დასაწყისი) მთავარ ღირშესანიშნაობად, ასეთი აზრის ფორმირებაზე თავის დროზე დიდი შრომა გასწია რუსულმა ოხრანკამ. სწორედ ოხრანკის შემწეობით 1841 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ გურიაში ფირალებმა ჩაანაცვლა ეროვნული მოძრაობა, ანუ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ე.წ. „კრიმინალიზაცია“ განხორციელდა.
.
ფირალების შესახებ ისტორიები ხშირ შემთხვევებში ზედმეტად „შელამაზებულია“ და რეალობასაც აცდენილია. მაგალითად „ხალხის ქომაგად“ შერაცხულ ერთ-ერთ სახელოვან ფირალს და მის „აფხანიკებს“ სისხლისღვრით დააშლევინეს ბოლშევიკებმა 1921 წლის 26 მაისს ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დიდი მიტინგი და მათვე იყენებდნენ შემდგომ რეპრესიებში, მანამ სანამ მითივე თავაშვებულობა მოსათმენი იყო. სწორედ ამ „ხალხის ქომაგის“ ქმედებას მოყვა გურიაში შურისძიების სახით ოთხმოცამდე მასწავლებლის დახვრეტა, სამიზნედ კი იმიტომაც შეირჩა მასწავლებელები, რომ ისინი იყვნენ მთავარი ძალა გურიაში.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და წვერი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share