პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად კარლო კაციტაძე 6 წლის ვადით აირჩია. მას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო.
სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ შეიქმნა.
ორივე სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობაზე 6 წლით ვადით აირჩიეს.