“წეღან მითხარით, მთიელი ხარო და მთაში ამბობდნენ, ბებერი რომ გააუპატიურეს, კარზე საკეტი მერე დაადესო. მანამდე ის საკეტი არ გააკეთეს. ბებერმა უთხრა, დაკეტეთო, ვიღაც შემომივარდებაო, ვის რად უნდიხარო და თავისი კბილა მოხუცი შეუვარდა და გააუპატიურა. პრეზიდენტის განცხადება, არ ვეთანხმები ამასო, მას შემდეგ, რაც შემიწყვიტეს უფლებამოსილება, არის ზუსტად გაუპატიურების შემდეგ საკეტის დადება. პოზიციის დაფიქსირება და პანაშვიდები არ არის საჭირო, როცა პრეზიდენტი ხარ ქვეყნის პოლიტიკურ პანაშვიდამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, უმაღლეს მთავარსარდალს გეხება კონსტიტუციური უფლებების დაცვა, მათ შორის, პოლიტიკური სტატუსის დაცვა დეპუტატების, პარტიების თუ ნებისმიერი ამომრჩევლის. იქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, რომ მერე შენი დასატირებელი გახდეს, დამტირებელად კი არ არის პრეზიდენტობა გამოგონილი, დატირების არდასაშვებად არის”
ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის განცხადებას დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ არ ეთანხმება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე.