რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.
დაზიანებულია ასევე ინფრასტრუქტურა, დასახლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.