”ბაზარში ან მაღაზიაში შეხვალ და ცეცხლი უკიდია, უსაშველოდ მოიმატა ფასებმა”

”დილით იღვიძებ… თუ სამსახური გაქვს, მიდიხარ სამსახურში, გაძვირებული ტრანსპორტით… თუ მანქანა გყავს, ასხამ გაძვირებულ ბენზინს, განახევრებას რომ გპირდებოდნენ 2012-ში, აი იმას… მერე გაივლი ბაზარში ან მაღაზიაში, პროდუქტები გაქვს საყიდელი, შეხვალ და ცეცხლი უკიდია, უსაშველოდ მოიმატა ფასებმა… სახლში მიხვალ… აანთებ შუქს, გაზს, გაგახსენდება, როგორ გაგიძვირდა კომუნალური გადასახადი და ცდილობ დაზოგო…ბევრი არ დახარჯო… ეს, თუ სამსახური გაქვს, თუ არ გაქვს, მთელი სასიცოცხლო ენერგია მიდის იმაზე ნერვიულობაში, სად იშოვო, როგორ მოიპოვო შემოსავალი”.
ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ გადაცემაში “რეაქცია”, საკუთარ მონოლოგში ისაუბრა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share