“ევროკავშირის ელჩები შეხვდნენ ღარიბაშვილს,იყო უმძიმესი საუბარი და შემდეგ დაიწყო ამ ყველაფრის დახურვა”-გვარამია ე.წ. ქოლცენტრებზე

“ევროკავშირის ელჩები შეხვდნენ ღარიბაშვილს, მოითხოვეს ცალკე შეხვედრა ლილუაშვილთან, იყო უმძიმესი საუბარი და შემდეგ დაიწყო ამ ყველაფრის დახურვა” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს და ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხმაურება.

ევროკავშირის ელჩები შეხვდნენ პრემიერ ღარიბაშვილს და ძალიან მძიმე საუბარი იყო… მოითხოვეს ცალკე შეხვედრა ლილუაშვილთან, პირდაპირ სქემის შემოქმედს შეხვდნენ და იყო უმძიმესი საუბარი ასევე და დაიწყო ამ ყველაფრის დახურვა… ეგრევე გაჩნდა სიუჟეტები ტელეკომპანია “იმედზე”, ისრების სხვა მიმართულებით გადატანაზე თავისთავად ცხადია და სრული გამორიცხვით ხელისუფლების, სულ რომ დავუშვათ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ამხელა ინდუსტრიას აკეთებს და დღეს გაიგო ეს სუს-მა, პირობითად ვამბობ, აღარც გვარებში შევალ და აღარც სახელებში და თან გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის პოლიცია აქ ცხოვრობს პრაქტიკულად, ჩასახლებულია, – ამბობს ნიკა გვარამია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share