გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბებიასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:
“შვიდი წლის ვიქნებოდი, ოზურგეთში ვახლდი ბაბუას.
ვნახე, ბაზრის ჭიშკართან ირეოდენ და ვაჭრობდენ.
იქიდან დაბრუნებულმა ბებიას ვუამბე რაც ვნახე. მისმინა და მთხოვა: “ახლა რაც მომიყეი დაწერე მაი, რაფერც მომიყეი ისე, ვითამ ბებიაშენი ყრუია, აფერი არ ეყურება და მარტუიაი წაკითხვა შუუძლია.”
დავწერე და მივეცი, დაკეცა წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო, არაფერი უთქვამს.
ის ფურცელი ბებიას სიკვდილის მერე მის ჩემოდანში ვიპოვნე ანდერძთან და წვრილმანებთან ერთად.
მას მერე არაფერი დამიწერია, აგერ ორმოც წლამდე.
წიგნების წერა არაა ალბათ ჩემი საქმე, მებაღეობა უფრო გამომდის მგონია.
მაინც ვცადე.
ჩემი ბებია რომ გაიხარებდა ზუსტად ვიცი”, – წერს ზურა შევარდნაძე.