დონეცკიდან ევაკუირებული მოსახლეობის პირველი ნაწილი როსტოვში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებს ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები ტოვებენ, კაცები კი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რჩებიან.
”ჩამოვიდნენ ქალები და ბავშვები. ყველაფერი მზად არის. საცხოვრებლად, განსახლება უკვე მიმდინარეობს. უკვე ჩამოვიდა ორი ავტობუსი, 50-ზე ცოტა მეტი, ”- თქვა ე.წ. ბანაკის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა თქვა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო, დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია როსტოვის რეგიონში.
როგორც დონეცკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა აღნიშნა, რუსეთში ევაკუაცია მთელი ღამით გაგრძელდება, დონეცკში ბევრი ავტობუსი სპეციალურად ამისთვის გამოყვეს. მათი ცნობით, 700 000 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.