საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქცევა დაგვაფიქრებს, რამდენად სერიოზულად სურს ქვეყანას დასავლეთთან ინტეგრირება – ამის შესახებ დიპლომატმა დენიელ ფრიდმა უკრაინასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე ისაუბრა.
მას საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტების მსგავსებაზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განაცხადა, რომ პუტინს იმ ტერიტორიებზე სურს კონტროლის მოპოვება, რომლებსაც თავისად მიიჩნევს.
“ორივე შემთხვევაში პუტინს სურს იმ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვება, რომლებსაც თავისად მიიჩნევს. არც ერთ ამ ქვეყანაში, აქამდე, პუტინმა ვერ ხელყო ამ ქვეყნების სუვერენიტეტი. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, მთავრობის ზოგიერთი ქცევა დაგვაფიქრებს თუ რამდენად სერიოზულად სურს ქვეყანას დასავლეთთან ინტეგრირება.”,- აღნიშნა ფრიდმა
ინფორმაციას Fox news-ის ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია ავრცელებს.