ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი 1902 წელს გურიაში ჩავიდა, მისი მიზანი იყო გურიაში დაწყებული მღელვარების მიზეზების გაცნობა და ამ მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა. ერთერთი ასეთი შეხვედრა შედგა მიქელ-გაბრიელის საზოგადოებაში (ოზურგეთის მუნ. სოფ. შრომა), სადაც გუბერნატორთან შეხვედრაზე ხუთასზე მეტი გურული შეიკრიბა. გურულებმა შემდეგი მოთხოვნები დაუყენეს გუბერნატორს:
.
1. დაწესებული გადასახების შემცირება და მიწით სარგებლობის გადასახადის მოსავლის 1/8-1/10 დე დაწევა;
2. საძოვრების გამოყენებისათვის გადასახადების გაუქმება;
3. აქციზის გაუქმება არაყსა და სპირტზე;
4. გზისა და ეკლესიის მოვლისა და შეკეთების მიზნით სამუშაოების ყველასათვის თანაბარად დავალდებულება;
5. მიწათმოწყობის გასახადის ყველასათვის თანაბრად დაწესება;
6. დრამის გადასახადის გაუქმება;
7. ყველა ფენისა და წოდების ადამიანის გათანაბრება კანონის წინაშე;
.
სმაგინი მოთხოვნების მოსმენის შემდეგ ჯერ გაცეხლებულა, შემდეგ დამშვიდებულა და გურულებისათვის უთქვამს: „მე ვიცი, რომ ვიღაც უსაქმურები ღამით თქვენთან დადიან და გატყუებენ, უკუღმართად გიხსნიან მეფისა და მთავრობის კანონების არსს. თუ თქვენ მათ არ დაუჯერებთ მე გპირდებით, რომ ყველა თქვენს მოთხოვნას ყურადღებას მივაქცევ და რომლის შესრულებაც შესაძლებელია დავაკმაყოფილებ. თუმცა მიწის გადასახადების გაუქმება ან მათი დაკლება ჩემი საქმე არ გახლავთ და ამისათვის დაელაპარაკეთ მემამულეებს, ხოლო დრამის გადასახადს თუ დაწყნარდებით და თხოვნით მომმართავთ გავაუქმებ.“
.
გუბერნატორის წინადადება გურულებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და უარი უთხრეს გუბერნატორს, რომელიც გურულების უარს განურისხებია და დაუტოვებია გურია.
.
წყარო – Очерки революционного движения в Гурии – 1906 г. Варл. Каландадзе и Вл. Мхеидзе.
.
შალვა ძნელაძე – გურულების თავშეყრა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა