ბუნება საუკეთესო შემოქმედია. როგორც არ უნდა ეცადოს პროფესიონალი მხატვარი, დაიცვას ყველანაირი პროპორცია და სიმეტრია ნახატის შესრულებისას, გამოიყენოს ულამაზესი ფერები და ა.შ. ის მაინც ვერ მიაღწევს იმ იდეალურ განლაგებას, რასაც ბუნება გვთავაზობს ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე.
დიახ! სწორედ ბუნების ამგვარი შემოქმედება იგრძნობა გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აცაურას ხეობაში მდებარე სოფელ აცანაში.
გადმოცემის თანახმად, “აცანა” ლაზურ-ჭანური წარმოშობის სიტყვაა , რომელიც მოიხსენიება ანტიკური ხანიდან.
სოფელში მრავლადაა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
სოფელში, ოქონას მთაზე, დგას შუა საუკუნეების მონასტერი – ოქონის მონასტერი გალავნით, რომელიც 30-იან წლებში, ისტორიული მოვლენების შედეგად დაინგრა და ამჯერად ადგილობრივმა ბიზნესმენმა, სოლომონ ჩხაიძემ აღადგინა.
აგრეთვე სოფელში ვხდებით კიდევ ორ ტაძარს: წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერს და ტელმანის ტაძარს.
აღსანიშნავია, რომ სოფელში შემორჩენილია მე-12 საუკუნის საჯილდაო ქვა, რომლის აწევაშიც მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
გარდა ამისა, სოფელი აცანა ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია ბუნებით: ლამაზი მდინარეებით, კანიონებითა და ჩანჩქერებით.
აღსანიშნავია ორი – საქუხიას და ნაფოცხვარის კანიონები. საქუხიას კანიონი მდინარე აცაურას თითქმის მთლიან სიგრძეზე, 16 კილომეტრზე მიუყვება, სადაც ჩაედინება საქუხიას ჩანჩქერი.
„ბუნებრივი კანიონები აცანის სინამდვილეში რამოდენიმეა, მაგრამ ამათგან აღიარებულია, როგორც ტურისტული ლოკაციად ორი – საქუხიას და ნაფოცხვარის კანიონები. საქუხიას კანიონი, როგორც კანიონი, გამოცხადდა დაახლოებით სამი წლის წინ და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით რამოდენიმე სპეციალური ნიშულია გაკეთებული, რათა აქ არსებობს საქუხიას კანიონი, აგრეთვე აღნიშნული ფონდისა და იუსეიადის მხარდაჭერით, ტერიტორიაზე განთავსებულუია ბილბორდი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქუხიას ჩანჩქერი თავდაპირველად უფრო სუფთა იყო, ხოლო ტურიზმის გააქტიურებამ განაპირობა ჩანჩქერის და მიმდინარე ტერიტორის დაბინძურება, მიუხედავად იმისა, რომ კანიონის შესასვლელთან განთავსებულია სანაგვე ურნა.
რაც შეეხება საფოცხვარის კანიონს, იქ განთავსებულია – ფაცხები, სადაც ტურისტს შეუძლია დაისვენოს, გაერთოს და ა.შ“, – აღნიშნა კესო მახარაძემ TIA.GE-სთან საუბრისას.
სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე