“ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის წინ დაგვარიგა, რომ ამერიკელებმა და ევროპელებმა რომელიმე თქვენგანი არ გამოგიჭიროთ ორმაგ თამაშშიო”-უსუფაშვილი

რისი დამსახურებაა თქვენი აზრით, რატო ლაპარაკობს ასე კობახიძე, ივანიშვილისგან მოდის თუ პარტიაში გადაეყვიტეს, რომ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ? – ამ კითხვით მიმართა მერაბ მეტრეველმა საკუთარ გადაცემაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.

“ჩემი აზრი ასეთია, რაც მგონია რომ რეალობასთან ძალიან ახლოსაა, მასაც და სხვებსაც ესმით პოლიტიკური დონ კარლეონესგან ასეთი დამოკიდებულებები, მის ფრაზეოლოგიებში, რეპლიკებში, მერე მოდიან და ასე ასრულებენ. ანუ ისინი თვლიან რომ მათი ასეთი დამოკიდებულება შეესაბამება მათი ბოსის განწყობებს და ამიტომ დარწმუნებულებჯ არიან რომ ამას შენიშვნას არ მიიღებენ, მეტიც შესაძლოა შექებაც მიიღონ.

ანუ ივანიშვილის განწყობები დასავლეთის მიმართ შეიცვალა. როდესაც ივანიშვილი პრემიერობიდან მიდიოდა, ერთი ძალიან კარგი ბოთლი ღვინო გახსნა, ვისხრდით ოთხნი: ახლადარჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლადდანიშნილი პრემიერი – ღარიბაშვილი, მე – პარლამენტის თავმჯდომარე და მიმავალი ივანიშვილი. პირველი შეისვა, ქვეყნის წარმატების და ასე შემდეგ. მეორეზე კი დაგვარიგა, მამაშვილურად თუ როგორც იტყვიან,მთავარი მისი სათქმელი იყო რომ არავითარ შემთხვევაში ამერიკელებმა და ევროპელებმა რომელიმე თქვენგანი არ გამოგიჭიროთ ორმაგ თამაშშიო. ანუ არ დაკარგოთ მათი ნდობა, ეგ იქნება დასასრულიო”, -განაცხადა უსუფაშვილმა.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share