“ქართული ოცნების” ლიდერები იძულებული არიან კრემლის მიმართ საკუთარი პოლიტიკა შეცვალონ. სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებიც მუდმივად საქართველოს ადანაშულებდნენ 2008 წლის ომის დაწყებაში, პუტინის აგრესიული გადაწყვეტილების შედეგ დუმილს არღვევენ და ოკუპანტ ქვეყანას აკრიტიკებენ.
ირკვევა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მხოლოდ მას შედეგ დაინახეს კრემლის აგრესიული და მილიტარისტული პოლიტიკა, რაც მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. და საქართველოზე თავდასხმიდან 14 წლის შემდეგ იგივე სცენარი გაიმეორა. მაგრამ გულწრფელია თუ არა ქართული “ოცნების” ეს პოზიცია, თუ ის მხოლოდ დასავლეთის ზეწოლითაა ნაკარნახევი?
ოპოზიციას დღევანდელი ხელისუფლების პროდასავლურობის არ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.