მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული – ზურაბიშვილი

მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით:

“როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად. მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. ეს სანქციები ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან – 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა. ომის გარეშე როგორ შევაგნებინოთ რუსეთს, რომ მას მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი ექნება გადასახდელი? რა არის მექანიზმები? – ეს არის სანქციების მთელი რიგი, რომელიც გარკვეულ ფორმას უზრუნველყოფს და შედეგსაც გამოიღებს. არსებობს დასავლეთის ქვეყნებში გამოცდილება, როდესაც სანქციები დაწესდა და მან შედეგი მოიტანა” – განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share