”რომ არა ამერიკა, ახლა იქნებოდი ერთი ჩვეულებრივი რუსული პოლიგონი” – ასე ეხმაურება “გურიის მოამბის” გამომცემელი, ლადო მენაბდე ამერიკის შეერთებული შტატების როლს საქართველოში და სოციალურ ქსელში წერს:
“რა პრეტენზია უნდა გქონდეს ქვეყნის სიყვარულზე ან და სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, როცა დღეს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისას პუტინის “ამარა” დარჩი? ან რა პრეტენზია უნდა ქონდეს იმ ხალხს მომავალზე, რომელიც უკრაინის საკითხმაც კი ვერ გააერთიანა-სადაც ყველაფერი ნათელია – ერთის მხრივ ბოროტი და მეორეს მხრივ კეთილიც.. საკითხი , რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება გააერთიანა, რაც ბოლო დროს იშვიათობა იყო.. ინგლისი აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ გერმანიამაც კი სიხისტეში გადაასწრო პოლონეთს…. გაქვს სახელმწიფო.., არსებობ და ინარჩუნებ დამოუკიდებლობას ამ ქარტეხილების შემდეგ და გამოდიხარ და კითხულობ ამერიკამ რა გაგვიკეთაო… ის გაგიკეთა შე იდიოტო, რომ აგვისტოს ომი, კიბერ ომი, ტროლების ომი გადაიტანე – ქოლცენტრებისა და ბიტკოინების მწარმოებელი ცეხის კედლებში ამოგკეტეს, ციხეში “ალპობენ” ათასობით უდანაშაულოს და სახელმწიფო ხარ ჯერ კიდევ მაინც… რომ არა ამერიკა, ახლა იქნებოდი ერთი ჩვეულებრივი რუსული პოლიგონი.” – წერს მენაბდე.