ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, პირველ მოადგილესთან მაია კუტუბიძესთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ შუა ამაღლებაში უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით, საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
გზის მოწყობის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, 1 067 434 ლარი შეადგინა. მიმდინარე პროექტი 2022 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია