უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკას თავზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმის არხის მთავარი შენობა და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური დაიკავეს.