„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის, მათ შორის არის გიორგი ვაშაძეც.
ამის შესახებ ინფორმაცია გვარამიამ, „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის პოსტზე კომენტარის სახით დატოვა.
„ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე.
ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ და თუ გვიპასუხებს და უარყოფს ბატონი ვაშაძე, გაგვეხარდება. ჯერჯერობით სერგო ჩიხლაძეს აპასუხებიდა მესამე პირში“, – დაწერა ნიკა გვარამია.