“ძვირფასო მეგობრებო!
ყველა, ვინც უკრაინას მხარს უჭერთ!
მე ლოცვის და მხარდაჭერის ბევრ გზავნილს ვიღებ. ასევე მეკითხებიან, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთო.
პირველ რიგში, ცხადად უნდა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ, რა მოხდა დღეს.
რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები თითქმის მთელს უკრაინაში, თითქმის ყველა ქალაქში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გვაქვს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამას გამანადგურებელი შედეგები ახლავს უკრაინის ეკონომიკისთვის.
მალე ჰუმნიტარული კრიზისი დადგება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რასაც პუტინი ააკეთებს, ეს არ არის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ომი ლიბერალური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.
ეს არის ომი ევროპის წინააღმდეგ.
ეს არის ომი შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ეს არის ომი, ყველას წინააღმდეგ, ვისაც თავისუფლების გვჯერა და ვისაც ღირსეულად ცხოვრება გვსურს.
თუ ხარ კიევში, ხარკოვში ლვოვში, ვენაში, ლონდონში, ამერიკაში-თქვენ ასევე თავს დაგესხნენ.
პუტინი არ შეჩერდება თუ ახლავე არ ვიმოქმედეთ მტკიცედ და ძლიერად.
უკრაინის არმია იბრძვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. რის გაკეთებაც დასავლეთს შეუძლია და რის გაკეთება ყველას შეგიძლიათ ქუჩაში პროტესტის მოწყობაა, თუ საზღვარგარეთ ხართ.
ადექით – მოსთხოვეთ თქვენს მთავრობას იმოქმედოს. რისი გაკეთებაც თქვენს მთავრობას შეუძლია, ესაა მკაცრი სანქციები ახლავე დ არა ის ხუმრობა, რაც რმდენიმე დღის წინ გამოაცხადეს. გაწყვიტეთ ეკონომიკური კავშირი რუსეთთან. რუსეთი უნდა ჩამოშორდეს SWIFT-ს. დაუყოვნებლივ უნდა გაიყინოს აქტივები და აეკრძალოთ ვიზის მიღება კრემლის ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს. რუსეთთან სავაჭრო ემბარგო უნდა დაწესდეს. შავი ზღვა უნდა დაიბლოკოს რუსეთის ხომალდებისთვის. მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მსოფლიოში. უკრაინას მხარი უნდა დაუჭირონ იარაღით. ბოლო რამდენიმე კვირაა, იარაღს ვითხოვთ.
ჩვენ ვეხვეწებოდით იარაღს გერმანიას, საფრანგეთს, მაგრამ გვიპასუხეს – ვლადიმირ პუტინს ადარდებს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთანო. ჩვენ კი ვამბობდით – არა! მას ეს არ ადარდებს! მას სურს სისხლი! მას სურს ომი!
ახლა კი დროა აზრზე მოსვლის და გამოღვიძების. თუ არ წამოდგებით, თუ ქუჩის აქციებს არ მოაწყობთ და არ მოთხოვთ თქვენს მთავრობას, რომ იმოქმედოს დღესვე, მყისიერად, შემდეგი თქვენი ქვეყანა იქნება. შემდეგი თქვენი დედაქალაქი იქნება!
თუ გსურთ, რომ უკრაინას დაეხმაროთ, ლოცვა კარგია,მაგრამ ნაბიჯების გადადგმაც შეგიძლიათ, მოითხოვეთ მკაცრი სანქციები.
მადლობა ლოცვისთვის, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლიათ!” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი დარია კალენიუკი.