ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული და პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას.
ამასთანავე, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.