ალბათ არაფერი ახასიათებს უკრაინის პრეზიდენტს, ვლდიმერ ზელენსკის ისე, როგორც მისი მეუღლის სიტყვები, რომელიც დაბადების დღის მისალოცად მიუძღვნა – „ის ნამდვილი მამაკაცია“.
“უსაფრთხო. მყუდრო. არასოდეს მშვიდი, მაგრამ ყოველთვის საინტერესო. აი რას ვგრძნობ, როცა გვერდით ნამდვილი მამაკაცია. ის, ვისაც ყველაფერში შეიძლება დაეყრდნო. ვინც ნამდვილად უსმენს და შენი სიტყვების ნაკადში იპოვის და გაიგებს მთავარს.“- წერდა ელენა ინსტაგრამზე ქმართან გადაღებულ ფოტოს ქვეშ.
“ნამდვილი მამაკაცი არის ის, ვისთან ერთადაც ყველაფერი შესაძლებელია”, – განაგრძო პირველმა ლედიმ. „და ამის გვერდით გეუფლება თავბრუსხვევის განცდა და „პეპლები“ სხეულში. საყვარელო, ბედნიერი დღე შენ! ❤️❤️❤️ გმადლობ ერთად ყოველი წამისთვის! შეიძლება კიდევ უსასრულოდ ბევრი იყოს. თუნდაც განსხვავებული, მაგრამ აუცილებლად – ხელიხელჩაკიდებული, ერთმანეთისკენ მიმართული თვალებით. ყოველთვის შენთან, ყოველთვის შენს გვერდით! ”
ახლა როცა უკრაინას ძალიან უჭირს, სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვის ფონზე, რომ ეს ღამე შეიძლება მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს, ძვირფასი და ამაღელვებელი სიტყვებია.