საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვინ დაესწრება სხდომას პატრიარქის ნაცვლად.
„პატრიარქი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ვარიდებთ ყველანაირს შეხვედრებს. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ დაესწრება სხდომას უწმინდესის ნაცვლად“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.