რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.