უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ევგენი იენინის თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციას შორის შეხვედრა ორშაბათს, 28 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დღეს, 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ
ლუკაშენკოს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდებოდნენ.