ლეგენდარულმა უკრაინელმა პილოტმა, მეტსახელად „კიევის აჩრდილი“ უკვე ჩამოაგდო 10 რუსული თვითმფრინავი, – ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების დაცვის სამსახური ავრცელებს.
„მას უწოდებენ „კიევის აჩრდილს“, თუმცა ის იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც „ნამდვილი ანგელოზი“. საჰაერო ბრძოლების დროს უკრაინელმა პილოტმა უკვე ჩამოაგდო დამპყრობლების 10 თვითმფრინავი“, – აცხადებენ უსაფრთხოების დაცვის სამსახურში.