ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ძმური ურთიერთობა აქვთ და ეჭვი მაქვს, რომ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ქართულად დაწერილი ტექსტი ბევრ ეჭვებს აჩენს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა “კურიერის” სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა.
“მე მითხრეს დენის შმიგალის ტვიტის შესახებ, მითხრეს, რომ ეს ქართულ ენაზე არის გაკეთებული. მესმის ეს ემოციური ფონი, რომელიც შექმნილია უკრაინაში. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობაა და ის ურთიერთობა, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
მე ეჭვი მაქვს, რომ აქ აი ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული. ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი, ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება ესეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული.
საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა, ის გვერდში დგომა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, ურყევი და შეუქცევადია და როგორც მანამდე ვედექით გვერდში ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს“- ამბობს დავით ზალკალიანი.
ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საკუთარ “ტვიტერზე” საქართველოს მოხალისეებს ქართულად მიმართა.
“მამაცი ქართველი ძმები, უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია ღარიბაშვილი ნებართვას გასცემს”- წერს შმიგალი “ტვიტერზე