”დღეს უკრაინის პრეზიდენტი გადის იმავე გზას, რაც 2008 წელს გაიარა საქართველოს პრეზიდენტმა…
ამას, მე, “ვიღაც სულაშვილი” კი არა, მსოფლიო აღიარებს.
40 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტის და ერის გმირობაზე, როცა ვსაუბრობთ და გვავიწყდება 3 მილიონიანი ერის გმირობა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული აზროვნების უნარი დავკარგეთ და რაციონალიზმთან საერთო არაფერი გვაქვს.
დიახ, მე მადლობელი ვარ უკრაინელი ერის და მისი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, სადაც უამრავი ჩემი ნათესავი ცხოვრობს და ჩემი წინაპრები განისვენებენ, მაგრამ საქართველოს სულში ჩაფურთხებას ვერავის ვაპატიებ.
დიახ, სულში ჩაფურთხების ტოლფასია, როდესაც ვერ ხედავ, ან შეგნებულად იბრმავებ თვალებს იმ პარალელებზე, რომელიც ზელენსკის შემთხვევაში გმირობად მიგაჩნიათ და სააკაშვილის შემთხვევაში არაფრად!
თქვენ, სოლიდარობას უცხადებთ კაცს, რომლის მეგობარი, გუნდის წევრი და ერთერთი ლიდერი, საკუთარ ქვეყანაში პუტინის ტუსაღი გყავთ (???)
იქნებ სულ ერთი წამით დადგეთ პირადი სინდისის წინაშე ეგოიზმისგან დაცლილები და ჰკითხოთ საკუთარ თავს – სად, ან როდის ხართ გულწრფელები?
ერს, რომელსაც საკუთარი გმირების მიმართ მადლიერების გრძნობა არ გააჩნია, ვერასოდეს გახდება სხვისი მადლიერი….” – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.