UFC-ის ირლანდიელი ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი მზადაა, საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში” 1,5 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს.
Sky News-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსი” ამჟამინდელმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შეაფასა.
მაკგრეგორი შეთავაზებას საჯაროდ აკეთებს და ამის შესახებ Twitter-ზე წერს.
აღსანიშნავია, რომ კონორ მაკგრეგორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარია. ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტსმენმა რუსეთის პრეზიდენტს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი უწოდა