”ის რაც უკრაინაში ხდება შეიძლება იგივე მასშტაბით მომხდარიყო საქართველოში, რომ არ შემდგარიყო მოლაპარაკებები 2008 წელს.
ახლა კითხვები. (ჯარს და სამხედროებს არ ეხება)
პირველ პირში დავწერ ვინმეს ტონი დიდაქტიკური და დამრიგებლური რომ არ მოეჩვენოს:
1. ვაკეთებდით თბილისში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში მოლოტოვის კოქტეილებს მტრის მოლოდინში;
2. ვაგებდით ბარიკადებს?
3. მზად ვიყავით მეტროებში ღამის გასათენებლად?
4. ვუყურებდით შემოჭრილ რუსებს როგორც მტერს, თუ არაყსაც ვყიდდით ახალგორის გადასახვევთან მათზე, მაშინ როცა ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ?
5. ვაბარებდით მასიურად სისხლს?
6. ვაკეთებდით ქალაქებში და უბნებში თვითორგანიზებას მტრის დასახვედრად.
7.მზად ვიყავით თბილისის დასაბომბად?
8. მოპარავდნენ ჩვენი ლოტკინელი ბოშები რუსებს ტანკს?
9. დავუბამდით ტრაქტორს რუსულ 15 მილიონიან სამხედრო ტექნიკას და ავაცლიდით რუსებს?
კითხვები შეგიძლიათ გააგეძელოთ იმის მიხედვით რა მოგწონთ უკრაინელების ქცევაში.
ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა წარსულის შესაფასებლად არამედ მომავლისთვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე განმეორდეს, რადგან რუსეთს არავინ არსად არ გადაიტანს.
ხშირად მხვდება ფრაზა ფეისბუკზე უკრაინელების ამა თუ იმ გმირობით აღფრთოვანებული : ,, არა ამ ერს ომს ვერ მოუგებ”
არავინ წერს ჯარსო, მთავრობასო, ერს ვერ მოიგებო.
ითქმის იგივე ჩვენზე? წინა თუ ახლანდელ მთავრობასთან კითხვები და პრეტენზიები რომ გვაქვს, საზოგადოება, ერი მოსახლეობა რისთვის არის მზად? რა უნდა?
ხომ არ დადგა დრო ეს კითხვები და პრეტენზიები ჯერ საკუთარ თავებს, ჩვენ საზოგადოებას დავუსვათ და მერე მოვკითხოთ მთავრობებს და ხელისუფლებებს?
რამე ისეთი ხომ არ გვჭირს რაც ძირშია ჯერ გამოსასწორებელი და მერე კენწეროში?
ვართ ერი, რომელზეც იტყვიან რომ იმსახურებს?! თუ სხვის ნაომარზე დაძალებული განცხადების შემტან ერად ვიქეცით, რომელიც სხვისი პრეზიდენტებითაა აღფრთოვანებული?!
კონსტანტინე გამსახურდია ასე პასუხობდა ამგვარ კითხვებს:
,,თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.” – წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე.