ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების უკრაინული დელეგაციის წევრი, დავით არახამია განმარტავს, რატომ ატარებს ის კეპს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას.
“გადავწყვიტე, რომ გვჭირდება კრეატიული გადაწყვეტილებები. მშვიდობიან დროს მე არასოდეს ვატარებ ამ ქუდებს. მაგრამ იმის გამო, რომ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა და გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლების დაცვა გვიწევს, გადავწყვიტე, გამომეყენებინა კეპი, ამ ქვეყნისადმი ჩემი ნამდვილი დამოკიდებულებები რომ მეჩვენებინა. და მე არ შევწყვეტ მის ტარებას მოლაპარაკებებზე, სანამ მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით”, – აცხადებს ინტერვიუსას არახამია.