კრემლს ჯერ არ სურს ფიასკოს აღიარება, მაგრამ ეს დრო ახლოსაა – რეზნიკოვი

„კრემლს ჯერ არ სურს ფიასკოს აღიარება, მაგრამ ეს დრო ახლოსაა“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა ვიღაცას უკრაინის ცის დახურვის ეშინია, არმია თავის საქმეს აკეთებს და მტერს ანადგურებს.

„რუსმა ოკუპანტებმა ვერ გაგვანადგურეს, ვერ გაგვტეხეს. უკრაინის ყველა მოქალაქე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სიცოცხლის დაცვას. პოზიციებზე სიტუაცია კონტროლდება. დიახ, დანაკარგებიც გვაქვს. მაგრამ ყველა სახელის, ყველა ჩვენი გმირის დავიწყება არ იქნება. როგორც ყველა მკვლელი არ იქნება დავიწყებული. ჩვენ გვესმის სიცოცხლის ფასი და თავისუფლების ფასი. თითოეული უკრაინელის სიცოცხლე ფასდაუდებელია!

კრემლს ჯერ არ სურს ფიასკოს აღიარება, მაგრამ ეს დრო ახლოსაა. საოკუპაციო ძალებში უკმაყოფილება და მათი დემორალიზაცია იზრდება. მტერს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, მათი 90-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენია განადგურებული. დატყვევებულია მათი ზოგიერთი მფრინავი. ისინი მნიშვნელოვანი მოწმეები არიან მომავალ სამხედრო ტრიბუნალზე. მაშინ, როცა ვიღაცას უკრაინის ცის დახურვის ეშინია, ჩვენი არმია თავის საქმეს აკეთებს და მტერს ანადგურებს“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share