”საქართველოს მართავს უზნეო, ვიგინდარების პატარა სექტა, რომელმაც მიიტაცა მთელი სახელმწიფო თავისი ეკონომიკით, დოვლათით და პერსპექტივით. ამიტომ, გამოსავალი არის პოლიტიკური და ეკონომიკური ერთი და იმავე დროს. გამოსავალი არის სწორი არჩევანის გაკეთება. 2 კვირაში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ წალენჯიხაში გაიმარჯვა, თქვენ არ იცით რა ფანტასტიური პროექტები არის უკვე, შემოდის ინვესტიციები, საერთაშორისო განათლების ჰაბად იქცევა მალე წალენჯიხა” – ამის შესახებ პარტია ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.