“ექვსი თვეა საშინელ სიზმარში ვცხოვრობ, 2 კვირაა ვერ ვჭამ!” – ლიზა იასკოს მიმართვა სალომე ზურაბიშვილს

ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი ოჯა­ხის წევ­რია და ახლა რო­გორც პუ­ტი­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­შია. რა­დას დე­პუ­ტა­ტი და სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­მარ­თავს და სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთხოვს…

ლიზა იას­კო:

– ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, “ვი­მე­დოვ­ნებთ თქვენ და თქვე­ნი ოჯა­ხი კარ­გად ხართ…”, მე ვპა­სუ­ხობ! – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე და ჩემი ოჯა­ხი “კარ­გად ვი­ყოთ,” ჩემი ოჯა­ხის წევ­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თით­ქმის 6 თვეა ქარ­თულ ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა. კრემ­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რია, მაგ­რამ პა­ტი­მა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში!

ახლა მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უკ­რა­ი­ნა­ზეა მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ მი­ხე­ი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ორ კვი­რა­ზე მე­ტია შიმ­ში­ლობს. ითხოვს ადა­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­სა და რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, მო­ი­თხოვს გა­და­იყ­ვა­ნონ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ!

მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გაგ­ზავ­ნონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ! და უკ­რა­ი­ნას ის ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა! გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, რო­გორც არას­დროს! ჩემი ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი, ჩემი მშობ­ლე­ბი, ახლა ომის ცენ­ტრში არი­ან.

უკვე ექ­ვსი თვეა სა­ში­ნელ სიზ­მარ­ში ვცხოვ­რობ და ბოლო 2 კვი­რაა აღარც ვი­ძი­ნებ და ვერც ვჭამ! იმი­ტომ, რომ პუ­ტინს ჩემი ქვეყ­ნის წარ­თმე­ვა სურს; მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ტყვედ წა­იყ­ვა­ნა…

ახლა კი არა მხო­ლოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ. არა­მედ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის ქა­ლა­ქე­ბის, ქუ­ჩე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

მაგ­რამ ნამ­დვი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია! ისე­ვე რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბის! ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა! მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არის რა­ღაც ადა­მი­ა­ნუ­რი რამე, რო­გორც მთავ­რო­ბა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტში, პირ­ველ რიგ­ში ის არის ქალი, რო­მელ­მაც არა­ერ­თხელ და­ი­კა­ვა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი პო­ზი­ცია!

ნუ გე­ში­ნია მი­ხე­ი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გაშ­ვე­ბის! ვიცი, რომ არ გჯე­რა… მაგ­რამ და­მი­ჯე­რე, რომ მისი ად­გი­ლი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბაა! მას აქვს სახ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში! და ეს ქვე­ყა­ნა მი­ხე­ი­ლის მე­ო­რე სამ­შობ­ლოა! გა­უშ­ვი და ნუ გე­ში­ნია! სწო­რედ ამით შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნას ახლა!

დიდი იმე­დი მაქვს, რომ გა­ი­გებთ! და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ პუ­ტი­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ტყვე­ო­ბი­დან! ამ ნა­ბი­ჯით გა­და­არ­ჩენთ მის სი­ცო­ცხლეს და ასე­ვე და­ეხ­მა­რეთ ათა­სო­ბით უკ­რა­ი­ნელს!

სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­ტი­ნის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია! გაგ­ზავ­ნე უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ! გა­და­არ­ჩი­ნე შენი სახე და და­ეხ­მა­რე მსოფ­ლი­ოს ამით!” – წერს იასკო.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share