რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას,  უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველი  მოადგილე, ვიაჩესლავ აბროსკინი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. თვითმხილველების თქმით, სამშობიარო სახლი აღარ არსებობს, ასევე ბევრი დაჭრილია და გარდაცვლილია ქალი. რუსებო, თქვენ ჯოჯოხეთში დაიწვებით“, – წერს აბროსკინი.

„ამჟამად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ბომბი ბავშვთა საავადმყოფოზეც ჩამოაგდეს, სადაც კოლოსალური ნგრევაა. სამედიცინო დაწესებულების შენობა, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ, მთლიანად დანგრეულია. დაშავებული ბავშვების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. ამას არასდროს დავივიწყებთ! ამ ნაძირლებს ამას არასდროს ვაპატიებთ!“, – ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share