ჩაშლილი სხდომები და პარალიზებული საკრებულოები – ოცნება წაგებულ თვითმმართველ ქალაქებში ხელოვნურ კრიზისს ქმნის. ახალი შემადგენლობა იკრიბება, თუმცა სხდომები სრულდება გადაწყვეტილებების გარეშე.
საკრებულოებს ჯერ კიდევ არ ჰყავთ თავმჯდომარე და მოადგილეები. ოცნების გეგმაში მაშველი რგოლი გახარიას გუნდია. საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ექსპრემიერის გარემოცვიდან პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ამჯობინებენ და ვიდრე დამკვირვებლის ნაცვლად მონაწილის პოზიციაზე გადავლენ, თვითმმართველი ქალაქები ხელახალი არჩევნების ზღვარზეა.
თუ ხელოვნური კრიზისი არ განიმუხტება საკრებულოს შემადგენლობის გადარჩევა გარდაუვალი იქნება.
ხელისუფლების გეგმაც ეს არის – გაზარდოს გაყალბების მასშტაბები და წაგებულ ქალაქებში არჩევნები ხელახლა ჩაატაროს.
ტვ მთავარი