მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ქალაქის ბლოკადის შედეგად დაახლოებით 1 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
“თითოეულისთვის ვიბრძოლებთ”, – ამბობს პეტრ ანდრიუსჩენკო.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები სროლას არ წყვეტენ.
უკრაინული ქალაქი მარიუპოლი დონეცკის ოლქში მდებარეობს. უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსი სამხედროები ქალაქს ბომბავენ, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება. რამდენჯერმე დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთებაც, თუმცა ევაკუაციის განმავლობაში რუსი სამხედროები ცეცხლს არ წყვეტდნენ და დერეფნების მიმართულებით ისროდნენ. იბომბება სამოქალაქო შენობებიც.