უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში რუსული გაზისა და ნავთობის ბოიკოტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ხალხზე, ვინც გაზისა და ნავთობის გაძვირებას აპროტესტებს:
“იცით, არის გარკვეული ღირებულებები, რომელთა ახსნაც ძალიან რთულია, სანამ ომი შენს ქვეყანაში არ არის. მაშინ შენ აღარ ფიქრობ რეფორმებზე. აღარ ფიქრობ რაიმეს ყიდვაზე ან რეგულაციებზე. არც გაზზე და ელექტროენერგიის გაძვირებაზე. აღარ ფიქრობთ ფულის გადადებაზე შვებულებაში წასასვლელად. აღარ ფიქრობ იმაზე, რომ ყოველწლიურად გადასახადები იზრდება. ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. როცა ომი იწყება, ეს პრიორიტეტი საერთოდ არ არის.
ეს არ არის ცხოვრების ნამდვილი ღირებულება. ცხოვრების ნამდვილი ღირებულებაა, რომ ცხოვრობ და არ გკლავენ.
ეს არის ის, რაც ევროპამ უნდა გააკეთოს: დაიცვას სიცოცხლე და პირველ რიგში დააყენოს ჭეშმარიტი ღირებულებები. ვისურვებდი, რომ ცხოვრებაში ნამდვილი ღირებულებები დარჩეს თქვენს პრიორიტეტად.
რაც ახლა ჩვენთან ხდება, შეიძლება თქვენც დაგემართოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის: ჩვენ თქვენს გამოც ვკვდებით”, – თქვა ზელენსკიმ.