დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს და კიდევ 6 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა.

რუსი მილიარდერი ერთ-ერთია შვიდი რუსი ოლიგარქიდან, რომელთა აქტივები გაყინულია.

დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში, რომელიც ინტერნეტშია გამოქვეყნებული, აბრამოვიჩი აღწერილია, როგორც “კრემლის ოლიგარქი”, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

აბრამოვიჩის გარდა, სანქცირებულია სეჩინი, დერიპასკა, ლებედევი, მილერი, კოსტინი და ტოკარევი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share