გურულ სიმღერებზე ბეურია სალაპარიკო

გურულ სიმღერებზე ბეურია სალაპარიკო, მარა გულმოსული ვარ, იმიზა რომე დეიკარქა გურული სიმღერები.
.
ანზორ რომაა, გეცოდინება თქვენ, ჲერქომაშვილი, იმას ველაპარიკე. რა ქნას იმანც?! ძველს აგროვეფს, არ დეიკარქოსო, მარა ახლები რუმ აღარაა. ი ეძეფს სამველ ჩავლეშვილის და სხვების სიმღერეფს, მარა დღეს ვლაპარიკოფ, დღეს აღარაა ახალი გურული სიმღერები, რომ წარმოსთქუას გურულმა კაცმა, ი აღარაა. გავინთარება აღარაა. ქი ისტავლის ძველს, მარა ვერ გაავინთარეფს.
.
ახლა ლანჩხუთში სტავლობენ, ათი ქალია და სხვაი კაცები, კი სტავლობენ, მარა გურულა ვერ ამბოფს, ვერ ჩივა. მე ვყუროფ ახლა სიმღერეფს, მარა არ გავს იმ ძველ სიმღერას ახლანდელი.
ზარსაც კი ვასტავლით, გურულ ზარს, მარა ძნელია, რთულია. მე ახლა ჩანაწერები მაქ, თვარა აი სამვე ხმაი მაგარი ასაღებია.
.
მახარაძე წეიშალა ქლა. აღარაა აფერი. ვინც კაი მასტავლებლები იყო დეიხოცა. ვალამს ხავდა კაი მოწაფეები: დომენტი გარჩავა იყო, შარმანე ჭკუასელი იყო, ილარიონ სიხარულიძე იყო, აპოლო ჯაყელი, ლადიკო ერქომაშვილი იყო. აგინიც ყველა მოკტა. ვინ უნდა ასტავლოს?!
.
სამეგრელომ დეიცვა ლამაზათ. ა, უყურე ახლა. ჩონგური იყო გურია-სამეგრელოის. ამ გურულემა ჩამეიტანეს ფანდური, არაა ფანდური გურული. ი აღმოსავლეთ საქართველოისაა, ქართ-კახეთის. ინსრუმენტალურ განყოფილებაში ყველაზე ნაზი არის ჩონგური. იმაზე ტკპილი არ არსებოფს აფერი.
.
ქონდა კიდო გურულეფს ჩანგი სხვა და დეიკარქა. სამეგრელომ შეინარჩუნა. კია ცოტა გადასხვაფერებული, მარა მაინც შეინარჩუნა. დიდებული მუსიკა აქვენ, ლამაზი, ტკპილი. აგი შემქნა შამოტანილმა საზღვარგარეთის სხვადასხუა სიმღერემა. გურული კაცი ყველა სიმღერას ისტავლის, მარა გურულ სიმღერას უფო სტავლოფს მეგრელები იმიტომ, რომ ფოჩი ძველათ ყოფილა ჩამოყალიბებული გუნდი. კირილე პაჩკორია რუმ დეიწყებდა გურულ სიმღერას, გურული გეგონებოდა. ისე რემა შელეგია, ისე ძუკუ ლოლუა. ო, კაი მთქმელები! გაბელაია იყო ერთი მოკრიმაჭულე, ნამეტარი! ჩვენში დინარაძე იყო, მარა დინარაძეზე უწინ იყო ხუხუნაიშვილები, ეს ისტორიული ხალხი, ხოდა ალექსანდრე მახარაძე.
.
მე ბასი ვიყაი თავიდან, სიმღერის პირველი კერა იყო ასკანა, მიორე კერა იყო ზედა აკეთი, ლანჩხუც ეკუთნოდა. ჩვენც ლანჩხუც ვეკუთნოით წინათ, ჩოხატაურს არ ვეკუთნოდით, აი სოფელი.
.
ნაწყვეტი დიმიტრი იმედაიშვილის მონაყოლიდან – სოფ. ვანზომლეთი 1985. ჩაწერილია ელენე ნიკოლაიშვილის მიერ 1985 წელს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share