ბოლო 24 საათის განმავლობაში,  გურიაში კორონავირუსის – 77ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-11 მარტის კოვიდსტატისტიკა

COVID-19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 873 ტესტი და დადასტურდა 1 543 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 198 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.83%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.57%.

ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან თბილისში 718 გამოვლინდა, აჭარაში – 56, იმერეთში – 228, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 112, კახეთში – 109, მცხეთა-მთიანეთში – 44, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 536, საიდანაც 1 695 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 33 841 – ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 494 პირი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 633 443 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 581 376 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 505.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share