უკრაინა არ არის რუსეთი. არც გახდება, ვერ მოესწრებიან – კუჩმა

უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა უკრაინაში მიმდინარე ფარტომასშტაბიანი ომის შესახებ უკრაინელებს მიმართავს და ამ მიმართვას თავისი წიგნის სახელწოდებით „უკრაინა არ არის რუსეთი“ ასრულებს. ლეონიდ კუჩმას მიმართვას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განმიცდია ასეთი სიამაყე, ტკივილი და რისხვა, როგორიც ამ დღეებში განვიცადე.

თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენს მიწასა და გულებში ცეცხლი მხოლოდ 15 დღე კი არ არის გაჩაღებული, არამედ მთელი საუკუნე. მგონია, რომ რუსები ხარკოვს, ჩერნიგოვს, სუმს, კიევს, ჟიტომირსა და ნიკოლაევს საუკუნეებია ბომბავენ.

სახლში – უკრაინაში ვრჩები, რადგან ჩვენ ყველანი მშობლიურ მიწაზე ვართ, სხვა არ გვაქვს და მას ყველანი ერთად გამარჯვებამდე დავიცავთ. პარტიული მიკუთვნების, პირადი ინტერესების და ძველი წყენების გარეშე.

უკრაინა არ არის რუსეთი. არც არასდროს გახდება ის. ვერ მოესწრებიან“, – ამბობს კუჩმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share