პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიხედვით, 2022 წლის 10 მარტამდე მმართველ პარტიას მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თამაზ თამაზაშვილმა შესწირა თანხა. თამაზ თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. მან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 2022 წლის 26 იანვარს 10 000 ლარი გადარიცხა – ესაა ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, რაც თამაზ თამაზაშვილს ამ დრომდე მმართველი პარტიისთვის ერთი გადარიცხვით შეუწირავს.
თამაზაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე ერთგული შემწირველია. 2013 წლიდან ის ყოველწლიურად აკეთებს შეწირულობას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ამ დრომდე ჯამში 65 ათას ლარზე მეტი აქვს შეწირული.
2021 წელს, იანვარ-თებერვალში, “ქართული ოცნებას” პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში 69 შემწირველი ჰყავდა და მილიონ ლარამდე მიიღო.
რადიო თავისუფლება