ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, რომ მთელი ქალაქის ტერიტორია იბომბება – ინფორმაცია უკრაინის ტელეგრამის არხებში ვრცელდება.
ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის, მაგრამ ვიტალი კიმის განცხადებით, მიმდინარეობს “განურჩეველი სროლა სამოქალაქო ობიექტებზე”.
- ნოვობუგსკაია – ცეცხლი უკიდია კაფეს;
- მირა – იწყვის ავტომობილი;
- ასტრონავტები – ჩამოაგდეს ჭურვი;
- ვასლიაევა – ჭურვი ესროლეს ბინას;
- პერვომაისკაია – ნამსხვრევებისგან დაჭრილია კაცი.
უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამის არხებში იუწყებიან, რომ უკრაინის დედაქალაქში, კიევში, განგაშის სიგნალები ჩაირთო.