უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ბომბდამშენი და ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„ვრცელდება ინფორმაცია ჩერნიგოვის რაიონში რუსული სუ-34-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ “,- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, Buk-M1 და S-300 საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატი Forpost-ი და ოთხი ვერტმფრენი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share