სულ მცირე 80-მა რუსმა საზღვაო ქვეითმა უარი თქვა უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე ხერსონის რეგიონში – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში 600-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი თქვა. გავრცელდა შესაბამისი ვიდეოც, სადაც ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი ყვება, როგორ მოატყუეს სამხედრო მაღალჩინოსნებმა ჯარისკაცები.