“თუ არ ვცდები, ეს მასალა ამოღებულია გაზეთიდან ერთობა (1919): 1906 წელს გურიაში მოქმედებდა ივან ტოლმაჩოვის სადამსჯელო რაზმი, რომლის დამრტყმელ და უმთავრეს ძალად იყვნენ ინგუშები, ჩეჩნები და სხვები. გურიის კომიტეტმა მთიელებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მოუთხრობდა მათი შვილების უღირს საქციელზე. მთიელებმა გამოგზავნეს უხუცესები, რომლებმაც ურჩიეს სტრაჟნიკებს სახლში დაბრუნებულიყვნენ და არ შეექმნათ პრობლემები ხალხისთვის, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის. უმრავლეოსბამ დაუჯერა უხუცესებს, დარჩა მხოლოდ ათი სტრაჟნიკი, რომელიც უხუცესებმა დასწყევლეს: აქ თქვენ როგორც ძაღლებს ისე მოგკლავენ და ჩვენ სისხლს არ ავიღებთო.
PS ტოლმაჩოვი არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდა მოსახლეობის მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედები, ამიტომ კომიტეტმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მალე ტოლმაჩოვი თბილისში სამუშაოდ გადმოიყვანეს, მის მოსაკლავად დედაქალაქში გურულები ჩავიდნენ და თანაპარტიელებს განუცხადეს: ,,თქვენ არ მოკლათ, ჩვენ უნდა მოვკლათ, მაგისათვის ვართ გამოგზავნილიო.” ამბობენ, ჩასულებს შორის იყო ტერორისტი და ფირალი ერასტი ჯორბენაძე, რომელიც სხვა გურულებისაგან განსხვავებით უკეთ იცნობდა თბილისს და მის მიდამოებს. თუმცა ეს მივლინება გურულებისთვის უშედეგოდ დამთავრდა – ტოლმაჩოვი ვერ მოკლეს. ის ემიგრაციაში, გერმანიაში გარდაიცვალა 1931 ან 1932 წელს”.
ფოტოზე ტოლმაჩოვი.