ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ოზურგეთის დამაკავშირებელ ხიდთან, ბაილეთის მიმართულებით.
გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი ელექტროხაზის გადამცემ ბოძს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომლის თანამშრომლები ცდილობენ დეტალების დადგენას.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა მარკის ავტომანქანა იყო, მსუბუქი თუ სატვირთო და არიან თუ არა დაშავებულები.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მთლიანად მოთხარა ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი. რის გამოც, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე სოფელს.