უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარი სამიზნე დონბასი, მარიუპოლი და ნიკოლაევია და შედარებით სიმშვიდეა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის ოლქებში. მისივე თქმით, მტერს ახლა თავისი ჯარების ნაწილი სამხრეთში და აღმოსავლეთში გადაჰყავს
არესტოვიჩის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ასევე ხარკოვთან ახლოს რუსული სამხედრო ძალები თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ.
“მოწინააღმდეგე დგება თავდაცვაში, ჩვენს მას დარტყმებს ვაყენებთ და ის წინ ვერ მიიწევს. 24 საათის განმავლობაში შესანიშნავად მუშაობდნენ ჩვენი საჰაერო ძალები, მათი ანგარიშის მიხედვით, ჩამოგდებულია მოწინააღმდეგის, 7 საფრენი აპარატი, მათგან 4 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი.” თქვა არესტოვიჩმა. მისივე თქმით, ზუსტდება ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა.